ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2024 წლის 10-11 ივნისს გამართავს ცნობილი ქართველი თარგმანმცოდნისა და მთარგმნელის, პროფესორ გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
ქართველოლოგია
თარგმანმცოდნეობა
ლიტერატურათმცოდნეობა
ინტერდისციპლინური კვლევები
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 5 წუთი;
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 10-11 ივნისი, 2024
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 10 მაისი, 2024
ელ.ფოსტა: tsuconference@tsu.ge
გამოიცემა კონფერენციის თეზისების კრებული (ელექტრონული და ბეჭდური), რომელიც აიტვირთება თსუ ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე და ინდექსირებული იქნება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, ekaterine.navrozashvili@tsu.ge
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.
დანართში იხ. თეზისების გაფორმების წესი.